ვენესუალეაში პოლიციის განყოფილებაში ხანძარს 68 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში, ქალაქ ვალენსიაში პოლიციის განყოფილებაში ხანძარი მოხდა. დროებითი დაკავების იზოლატორში 68 ადამიანი იყო, ყველა მათგანი დაიღუპა ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებას “ბიბისი” ავრცელებს. ხანძარი, სავარაუდოდ, დაკავებულებმა გააჩინეს – ეს ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით, დაუდასტურებელია. პატიმრების ნათესავები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იყვნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა.
დაღუპულებს შორის ორი ქალია, რომლებიც პატიმრების მოსანახულებლად იყვნენ შესულები. კარაბობოს შტატში, სადაც ქალაქი ვალენსია მდებარეობს, გლოვის დღე გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მე არსად წასვლას არ ვაპირებ (ვიდეო)
შემდეგი სტატიაუზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო