,,ვენეციის კომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა ინტერპარტიული ჯგუფის სტრასბურგში ვიზიტის შედეგია”

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა ინტერპარტიული ჯგუფის სტრასბურგში ვიზიტის შედეგია.

ამის შესახებ მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლები სტრასბურგში ვიზიტისას შეხვდნენ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობას, თბილისშიც ყველა შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვდებიან კომისიის წარმომადგენლებს.

“ალბათ ამ შეხვედრის შემდეგ უკვე დაიწყება იმ დოკუმენტის შექმნა, რასაც ჰქვია შეფასებითი დოკუმენტი საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ბუნებრივია, თუ ხელისუფლების მხრიდან არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, დასკვნა იქნება უარყოფითი. ყოველ შემთხვევაში, იქნება გაჯერებული სერიოზული ნაკლოვანებებით, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ და მოვემზადოთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ინტეპარტიული ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ორ საკითხს განიხილავენ. კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი – საგნის – “მე და საზოგადოება” სწავლება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს სრულად შეესაბამება
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი გახსნა