ვენეციის კომისიის დასკვნა რამდენიმე კვირაში გასაჯაროვდება

საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა რამდენიმე კვირაში გასაჯაროვდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ კომისია საარჩევნო ოლქების არსებული გადანაწილების შეცვლას ითხოვს.

ქართული ოცნების მიერ დამტკიცებულ საარჩევნო ცვლილებებს აპროტესტებს ოპოზიციაც, თუმცა პოლიტიკური ძალების მოთხოვნის მიუხედავად 2016 წლის არჩევნების დროს მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდება, ხოლო ოლქები არა გეოგრაფიული მდებარეობის, არამედ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით დაიყოფა.

ვენეციის კომისიის იურისტები საქართველოში რამდენიმე დღე დარჩებიან და საარჩევნო კოდექსზე კონსულტაციებს პრეზიდენტთანაც გამართავენ.

banner
წინა სტატიაშისამხედრო მარშის კონკურსზე გამოვლენილი საუკეთესო მარშები 26 მაისს შესრულდება
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის ციხეებში პატიმრებს სასტიკად ცემენ