ვენეციის კომისიის დასკვნა იმაზე კრიტიკული აღმოჩნდა, ვიდრე ქართულ ოცნებას წარმოედგინა

ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხება, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ეხმაურება.

მისი შეფასებით, კანონპროექტის პარლამენტმა მეორე მოსმენით განხილვა იჩქარა, რადგან, მისი შეფასებით, მოლოდინი მმართველ გუნდში იყო ის, რომ ვენეციის კომისია კრიტიკულ დასკვნას დადებდა.

„ვენეციის კომისიის დასკვნა იმაზე კრიტიკული აღმოჩნდა, ვიდრე ქართულ ოცნებას წარმოედგინა და დღეს მათ მოუწიათ, ფაქტობრივად, აღიარება, რომ უკან უნდა გადადგან რამდენიმე ნაბიჯი,“ – განაცხადა მშვენიერაძემ.

მშვენიერაძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ ირაკლი კობახიძემ მზაობა გამოთქვა, რომ რამდენიმე დათმობაზე წავა, მათ შორის, საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებაზე და ინტერესთა კონფლიქტის არიდებაზე. მშვენიერაძის თქმით, იმ დათმობებზე, რაზეც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, მესამე სექტორი თავიდანვე ამახვილებდა ყურადღებას.

„თუმცა, არაფერი უხსენებია დანარჩენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე – ეს არის ფარული კენჭისყრის გაუქმება ნებისმიერ ეტაპზე ე.წ. ფარდობითი კენჭისყრის ეტაპზე, სადაც ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე, უფრო მეტიც, კანდიდატთა შესახებ დოკუმენტაციის გაცნობის შესახებ უწევს საბჭოს წევრებს გადაწყვეტილების მიღება ფარული კენჭისყრით. მეოთხე საკითხი, ეს არის გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, როდესაც ვენეციის კომისიამ უთხრა, რომ ყველა გადაწყვეტილება კანდიდატის ნომინირების ან ნომინირებაზე უარის შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული,“ – განაცხადა მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი სვავი აღმოჩნდა, რომელიც იკვებება მათ შორის სანდრო გირგვლიანის ტრაგედიაზე და დაღუპვაზე
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ღატაკი თანამოქალაქეები დააპურეთ, ეგაა მადლი…