ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს, კანონპროექტში შეიტანოს იმგვარი ცვლილება, რაც დასაშვებს ხდის ერთნაირსქესიანთა წყვილების სამართლებრივ აღიარებას

ვენეციის კომისია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტში შეიტანოს იმგვარი ცვლილება, რაც დასაშვებს ხდის ერთნაირსქესიანთა წყვილების სამართლებრივ აღიარებას.

„საკონსტიტუციო კანონის პროექტი თუ შენარჩუნებული იქნება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია: კანონპროექტის 1.1 მუხლის შეცვლა იმგვარად, რაც დასაშვებს ხდის ერთნაირსქესიანთა წყვილების სამართლებრივ აღიარებას; კანონპროექტის 1.1 მუხლიდან სიტყვების „გენეტიკურად“ ამოღება; კანონპროექტის 1.2 მუხლში სიტყვის „ჰეტეროსექსუალური“ ტერმინით „ერთი“ ან „ინდივიდუალური“ ჩანაცვლება; საკონსტიტუციო კანონპროექტიდან 1.3 მუხლის წაშლა; კანონპროექტის 1.4 მუხლიდან პირველი ფრაზის წაშლა (გენეტიკური მონაცემების შესაბამისად) და საკმარისად დეტალური, ზუსტი კანონის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურებს ტრანსგენდერი პირებისთვის რეგისტრირებული სქესობრივი მარკერის შეცვლისთვის;

კანონპროექტის 1.5 მუხლის წაშლა ან მისი იმგვარად შეცვლა, რათა უზრუნველყოფილი იყო არადისკრიმინაციულ სტანდარტებთან შესაბამისობა; კანონპროექტის 1.6, 1.7 და 1.8 მუხლების წაშლა, ინცესტის კი ცალკე დარეგულირება, სისხლის სამართლის კანონის ფარგლებში. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში რჩება ამ საკითხში დახმარების გასაგრძელებლად“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.

banner
წინა სტატიაშიგრიგორიანი – სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო ხელშეკრულების წინადადებების მე-10 პაკეტი მიიღო
შემდეგი სტატიაზარქუა – პრეზიდენტის წარმომადგენელი რომ დადის პარლამენტში, რა ქნას, არ აქვს არგუმენტები, ამიტომ დავარქვით „იმიტომ“, დღეს გადავლახავთ ვეტოს