ვენეციის კომისია საღ გონზე უფრო მაღლა ვერ დადგება – წილოსანი

“ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ვენეციის კომისია და სხვა ინსტიტუციები “უფრო მაღლა ვერ დადგება, ვიდრე საღი გონი”.

წილოსანის თქმით, ვენეციის კომისიის ამ უმწვავესი დასკვნის უმთავრესი მიზანი ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის აწევაა.

უკვე ნათელი მისახვედრია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება თუ სხვა საერთაშორისო გამოხმაურება, უკვე ერთადერთი რასაც ემსახურება, ეს არის შიგნით საპროტეტსტო მუხტის აწევა და არანაირად არ ეხმიანება ამ კანონზე შინაარსობრივ კომენტარებს. თავად ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისია საუბრობს, რომ თურმე უკვე საქართველოში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს გრანტების და ამ დაფინანსების გამჭვირვალობას და უამრავი მსგავსი ფაქტობრივი ცდომილება, რომელიც არ შეესაბამება რეალობას, კიდევ ერთხელ არწმუნებს ქართველ საზოგადოებას, რომ რაც არ უნდა ხმამაღლად ჟღერდეს ამა თუ იმ ინსტიტუციის სახელი, ეს იქნება ვენეციის კომისია თუ სხვა, ვერ იქნება იმაზე უფრო უპირატესი და იმაზე უფრო მაღლა ვერ დადგება, რაც არის საღი გონი და საღი აზროვნება, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან სწორად იმსჯელა და გადაწყვიტა და ემხრობა გამჭვირვალობის შესახებ კანონს”, – ამბობს წილოსანი.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს – ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

banner
წინა სტატიაშიდასკვნა გამოქვეყნებამდე პირველს “ოცნებას” გადაეგზავნა, რატომ ვერ დაიცვეს თავისი პოზიცია? – ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიამეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ! ჩვენ დღეს ყველა წყენის დავიწყება გვჭირდება – სააკაშვილი