ვენეციის კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის მოდელს აკრიტიკებს

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ მიღებულ ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა.

პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესის შემოღებას, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. კომისია მიესალმება, რომ ახალი სისტემა არ იქნება გამოყენებული მომავალი წლის არჩევნებისას და მხოლოდ 2023 წლიდან ამოქმედდება. თუმცა, დასკვნაში ასევე ხაზგასმულია, რომ არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლამ არ უნდა შექმნას საფუძველი მუდმივად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ექსკლუზიურად წარდგენილი კანდიდატის გამარჯვებისთვის.

“უნდა გვახსოვდეს, რომ მოქმედი სენატის არარსებობის პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სისტემაში საპარლამენტო უმრავლესობის მქონე ძლიერი მთავრობის მთავარი გამაწონასწორებელი პრეზიდენტია. შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლამ არ შექმნას საფუძველი მუდმივად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ექსკლუზიურად წარდგენილი კანდიდატის გამარჯვებისთვის. მისაღებია ზომები, რაც უკეთ უზრუნველყოფს პარლამენტში პლურალიზმს და, შესაბამისად, ძალთა ბალანსის სისტემა საჭიროა. გარდა ამისა, რეკომენდებულია პრეზიდენტის არჩევის პირველ ტურში კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნა”, – წერია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიავთანდილ ხურციძეს ჩემპიონის ტიტულის სტატუსი შეუჩერდა
შემდეგი სტატიავენეციის კომისია: სასურველია მეორე პალატის შემოღება და ოპოზიციის როლის გაძლიერება