ვენეციის კინოფესტივალზე “ოქროს ლომი” ფილიპინელმა რეჟისორმა აიღო

ვენეციის კინოფესტივალზე

44ვენეციის 73-ე კინოფესტივალზე პრემია “ოქროს ლომი” ფილიპინელმა რეჟისორმა ლავ დიასმა აიღო ფილმში “ქალი, რომელიც წავიდა” (The Woman Who Left).
ჟიურის გრან-პრი ტომ ფორდს ხვდა ფილმისთვის Nocturnal Animals.
პრემია “ვერცხლის ლომი” – საუკეთესო რეჟისურისთვის რუსმა რეჟისორმა ანდრეი კონჩალოვსკმა აიღო ფილმისთვის “სამოთხე”.
პრემია საუკეთესო სცენარისთვის აიღო ფილმმა “ჯეკი” (Jackie), რომელიც ჯონ კენედის ქვრივზეა და რომელშიც ნატალი პორტმანი თამაშობს.

ვენეციის კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში 20 ფილმი იყო შესული. ჟიურის თავმჯდომარე იყო ბრიტანელი რეჟისოსი სემ მენდესი. ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშისირიის მთავრობამ, აშშ-ს და რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაარღვევს თუ არა ივანიშვილი საარჩევნო კოდექსს