ვენაში ერთმანეთს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები შეხვდებიან

ვენადღეს ვენაში ერთმანეთს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები შეხვდებიან. ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით გაიმართება. მოლაპარაკებებს ასევე დაესწრებიან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების – აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის ელჩები.

შეხვედრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება იქნება.

5 აპრილს მთიან ყარაბაღში სამდღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ არტურ რასიზადეს შეხვდა
შემდეგი სტატიაპრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული კავშირი დამყარდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის