ვემზადებით ოკუპანტების სრულმასშტაბიანი შემოჭრისთვის, იქნება თავდასხმა, ან ალყა – მიკოლაევის მერი

მიკოლაევში ადგილობრივი ხელისუფლება ემზადება ქალაქის თავდასხმისთვის ან ალყისთვის, ამ დროისთვის მზადდება თავდაცვითი კონსტრუქციები – ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა.

“დიახ, ჩვენ ველოდებით ქალაქ მიკოლაევზე თავდასხმას ან ალყას. უკვე დღეს ჩვენ სამხედროებთან ერთად ვამზადებთ სიმაგრეებს. როგორც ქალაქის გარეუბანში, ასევე, შიგნით. ჩვენი კომუნალური კომპანიები ახლა მშენებლების როლს ასრულებენ. ვაშენებთ, ვავსებთ, ვასხამთ ბეტონს… ამიტომ მოკლედ ვიტყვი: ვემზადებით სრულმასშტაბიანი შემოჭრისთვის”,- თქვა მან.

მან აღნიშნა, რომ ოდესა, მიკოლაევი და ხერსონი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით:

„პირველი მიმართულება არის უკრაინის მოწყვეტა შავი ზღვისგან და მეორე (ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია) ეკონომიკური. იმიტომ რომ რეალურად უკრაინა დღეს უპირველესად საექსპორტო ქვეყანაა და ყველაზე მეტს აგროინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტით ვიღებთ. ანუ მარცვლეულისა, ნავთობის უკრაინის მთლიანი გადაზიდვის დაახლოებით 85%-ს ოდესისა და მიკოლაივის პორტებიდან ხდება. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ მიკოლაივისა და ოდესის პორტების დაკავება და ეს დიდ უარყოფით გავლენას მოახდენს. ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკაზე“, – თქვა მერმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციების ჭურვები ბიძინა ივანიშვილთან სულ უფრო და უფრო ახლოს ეცემა
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან