სენაკში ველოსიპედით მიმავალ 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

"თაიმერის" ფოტო შემთხვევის ადგილიდან
“თაიმერის” ფოტო შემთხვევის ადგილიდან

რამდენიმე წუთის წინ სენაკში “მერსედესის” ტიპის ავტომანქანა ველოსიპედით მიმავალ მოზარდს დაეჯახა.  ბავშვი დაზიანებებით საავადმყოფოშია მოთავესებული.  როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, ავტომანქანის მძღოლს მოძრაობის წესები არ დაურღვევია და მას გზა ბავშვმა გადაუჭრა.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: მინდა უთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს – ამ ბრძოლაშიც გამარჯვებულები გამოვალთ
შემდეგი სტატია,,სენაკში მსოფლიოს მერვე საოცრება ასებობს!,,