ველოსიპედის და მშვიდობის ხიდის გადატანაზე უფრო მეტად საჭირბოროტო საკითხებია ქალაქში – კალაძე

თბილისის მომავალი მერის განცხადებით, ველოსიპედის ძეგლის და მშვიდობის ხიდის გადატანასთან დაკავშირებით მას საუბარი და კონსულტაციები არავისთან ჰქონია.

„მე მგონია დღეს უფრო ბევრი საჭირბოროტო საქმე და პროექტებია განსახორციელებელი ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის საცობი და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, ეს არის ქალაქის კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ. მერე ვნახოთ რა იქნება. ამ კონკრეტულ საკითხზე არავისთან მქონია საუბარი“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“იქნებ თვითონ “ნაციონალური მოძრაობის” წევრია?!” – კილაძე
შემდეგი სტატიაჩემს მომავალ საქმიანობაზე აუცილებლად გაიგებთ, როგორც კი დავასრულებ საქმიანობას მერიაში – ნარმანია