„ველოსიპედები შეიძლება, მაგრამ რახან მთაგორიანი ადგილი გვაქვს, გაძნელდება, თუ ამომრჩეველიც დაეხმარება მიწოლაში, შეიძლება”

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

„მინისტრები ვერ გადავლენ მოტოროლებზე, მაგრამ გარკვეულწილად, ცოტა უნდა თანხა დაზოგონ და არ არის საჭირო 100 ათასიანი მანქანებით სიარული,“- ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ე.წ. შავი ჯიპების თემაზე გააკეთა.

მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, იმისთვის, რომ ამ საკითხზე კითხვები აღარ იყოს, მთავრობამ და საჯარო დაწესებულებებმა შავ ჯიპებზე უარი უნდა თქვან.

„ველოსიპედები შეიძლება, მაგრამ რახან ჩვენ მთაგორიანი ადგილი გვაქვს, ამდენად გაძნელდება ველოსიპედები, ყველას არ აქვს ძალა, რომ აღმართებში მიაწვეს და თუ ამომრჩეველიც დაეხმარება ამ მიწოლაში, მაშინ შეიძლება ეს მსჯელობის საგანი გახდეს,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ე.წ. შავი ჯიპების თემაზე დღეს პრემიერმინისტრმა ისაუბრა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ზოგიერთ სახელმწიფო უწყებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარება, კატეგორიულად მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშითუ შავი მანქანის დემონიზირება ხდება, შეიძლება ფერი შეიცვალოს და ისეთ ფერზე გადავიდეთ, რომელიც ადამიანებს არ აღიზიანებთ
შემდეგი სტატიაირაკლი ნოზაძის განცხადებით, თამთა ჯანჯღავასთან კონფლიქტი ნარკოტიკებს არ უკავშირდებოდა და დაპირისპირება იმის გამო მოხდა, რომ ჯანჯღავას ვალი ვერ დაუბრუნა