29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს”- კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის გზამკვლევზე საუბრობს

ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, საუბარი გვქონდა სხვადასხვა თემებზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან, ველოდებით მათ მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა ურთიერთობების გადატვირთვასა და სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტული გზამკვლევით განახლებაზე.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, საუბარი გვქონდა სხვადასხვა თემებზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან. ველოდებით, რა თქმა უნდა, გაგრძელებას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ამერიკელ პარტნიორებს ჩვენი მზაობა – გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გზავნილი, რომელიც კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ამერიკელ პარტნიორებს და ველოდებით მათ მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს,”- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს ყველაფერი იყო წინა ადმინისტრაციის უსამართლობის შედეგი.

„ჩვენ მათ ასევე გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვემზადებით 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩვენ საჯაროდაც გვაქვს ნათქვამი, აქედანვე ვემზადებით 2028 წლის არჩევნებისთვის და ამაზეც გვქონდა საუბარი ამერიკელ პარტნიორებთან. ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს ყველაფერი იყო წინა ადმინისტრაციის უსამართლობის შედეგი. გახსოვთ, რამდენად უსამართლოდ მოქმედებდა წინა ადმინისტრაცია. ამაზე ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი ურთიერთდამოკიდებულებით. მზად ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის უსამართლობით, ის შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც გავუზიარეთ ამერიკელ პარტნიორებს,”- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“ზვიად ხარაზიშვილს ღირსების ორდენი ეკუთვნოდა” — ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატია“კიევზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება განხორციელდეს” — სერგეი შოიგუს მუქარა