“ველოდებით, რომ ხვალინდელ პროცესზე გააუქმებენ დროებითი პატიმრობის გადაწყვეტილებას”- ადვოკატი გია ცერცვაძის საქმეზე საუბრობს

უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის, გიორგი ცერცვაძის ადვოკატის ქსენია პროკონოვას ინფორმაციით, უკვე მზად არის ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გია ცერცვაძის მონაწილეობას ანტიტერორისტულ ოპერაციაში. ამის შესახებ მან კურიერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ველოდებით, რომ ხვალინდელ პროცესზე ჩვენს აპელაციას დააკმაყოფილებენ, გააუქმებენ დროებითი პატიმრობის გადაწყვეტილებას და პროკურატურა დააყენებს საკითხს, რომ ეს ადამიანი არ ექვემდებარება ექსტრადიციას,“- განაცხადა ადვოკატმა, ქსენია პროკონოვამ.

წყარო: ,, რუსთავი2″

banner
წინა სტატიაში“ევროპელებს ეუბნებოდა, არ დაუჭიროთ საქართველოს მხარიო” – წულუკიანი
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა