ველოდები, რომ ევროკომისიის მხარე დადებითად შეაფასებს ქართული მხარის მიერ შესრულებულ სამუშაოს, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსებაზე – ბოჭორიშვილი

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი ქართულმა მხარემ უკვე შეავსო და ამ პროცესში ჩართული იყო ყველა საჭირო უწყება, მათ შორის პარლამენტი.

ბოჭორიშვილის განმარტებით, აქვს მოლოდინი, ევროკომისიის მხარე დადებითად შეაფასებს სამუშაოს, რაც ქართულმა მხარემ გასწია.

„ქართულ მხარეს ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადმოეცა. კითხვარის პირველი ნაწილი ქართულმა მხარემ უკვე შეავსო. ამ პროცესში ჩართული იყო ყველა საჭირო უწყება, მათ შორის პარლამენტი. ჩვენი მხრივ, რაც ეხებოდა პარლამენტის საქმიანობას, ამ კითხვებზე გავეცით პასუხი. ასევე, პრემიერ-მინისტრმა შეაჯამა ის მუშაობა, რაც გაწია აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კითხვარის შევსების პროცესში. მართლაც შთამბეჭდავია ის პროფესიონალიზმი, რაც ჩვენს სახელმწიფო უწყებებში არსებობს, რაც კარგად გამოჩნდა კითხვარის შევსების დროს. მე მოველი რომ ევროკომისიის მხარე დადებითად შეაფასებს ამ სამუშაოს რაც ქართულმა მხარემ გასწია“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვიმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, კითხვარის პირველი ნაწილი უკვე გადაეცემა ევროკავშირის მხარეს და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მეორე ნაწილის შევსებაზე.

„დათქმულ ერთი თვის ვადაში ვგეგმავთ, ორივე ნაწილი გადაეცეს ევროკავშირის მხარეს, რომ დაიწყოს შეფასება. როგორც ვიცით, სამუშაოები მიმდინარეობს საკმაოდ შემჭიდროოებულ ვადებში, რაც ნამდვილად მისასალმებელია. მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ ამ ვადებში კარგად ჩავეტიეთ და ერთი თვის ვადაში გვიწევს იმის გაკეთება და შესრულება, რასაც სხვა ქვეყნები წლების განმავლობაში ასრულებენ. შემდგომ უკვე მომზადდება ევროკომისიის შეფასება კითხვარის საფუძველზე და უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. ტექნიკურ მხარეს რაც უკავშირდება, აქვს თავისი დიდი დატვირთვა, თუმცა ამ პროცესში გადამწყვეტია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც წევრი ქვეყნები მიიღებენ“, – განახადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ“ ბიუროს ხვალ წარედგინება – „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციის პროექტი
შემდეგი სტატიანიკოლაევში საარტილერიო და ნაღმტყორცნების შეტევების გაგრძელებით, მტერმა სასუქებით სავსე სასოფლო-სამეურნეო საწყობს დაარტყა