„ველოდები როდის წავიყვან ჩემს ბიჭს სახლში“ – გიგი უგულავას მამა
სხვა სტატიები
სასამართლომ გიგი უგულავას „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე პატიმრობის ვადა შეუმცირა, შესაბამისად, მისი განაჩენი 1 წლამდე 3 თვემდე და 22 დღემდე შემცირდა. უგულავამ საპატიმრო დაწესებულება 9 იანვარს უნდა დატოვოს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 7 და 8 იანვარი უქმე დღეებია, თბილისის ყოფილი მერის გათავისუფლება კანონის მიხედვით დღეს უნდა მოხდეს. მომხდარზე კომენტარი გააკეთა დედაქალაქის ყოფილი მერის მამამ არჩილ უგულავამ:
„არ ველოდით, ეს არის სასიამოვნო მოულოდნელობა, ძალიან გახარებულები ვართ. ველოდებით როდის აღსრულდება ეს განაჩენი და როდის წავიყვან ჩემს ბიჭს სახლში“, – განაცხადა არჩილ უგულავამ.