ველოდები რეაგირებას-გოჩა კალანდია

თბილისში “თაიმერის” ჟურნალისტს თავს დაესხნენ-ამის შესახებ  ინფორმაციას ჟურნალისტი გოჩა კალანდია ავრცელებს.როგორც დაზარალებული ყვება:

“გამიჩერა შავმა ჯიპმა,  საიდანაც პოლიციის საშვებით გადმოვიდა ორი მამაკაცი და მითხრეს  წავყოლოდი პოლიციის განყოფილებაში,სინამდვილეში თბილისის განაპირას ერთ-ერთი სასაფლაოს (კუკიის სასაფლაო) ტერიტორიაზე ამიყვანეს.  იქ დამხვდა 5 კაცი 2 ქართული ოცნების წევრები იყვნენ. ელექტროშოკებით ძირს დამაგდეს და ფეხებით მცემდნენ და მაგინებდნენ დამცინოდნენ ჩემი წონის გამო და ითხოვდნენ ფეხები დამეკოცნა, მათვის როგორც ქართული ოცნების წევრებისთვის. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს. ბოლოს მითხრეს ჭკუის სასწავლებლად  საკმარისი იყო….მოვახერხე დამერეკა ჩემი მეგობრისთვის, რომელმაც წამიყვანა სავადმყიფოში,სადაც 3 დღე გავდიოდი რეაბილიტაციას. მე დამიდგინდა თავის შერყევა და თირკმლების დაზიანება. ველოდები რეაგირებას,-აცხადებს გოჩა კალანდია.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა მთავარი პროკურორის შერჩევისთვის საჭირო პროცედურებს იწყებს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ხელისუფლება სასამართლოსა და მედიაზე ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებს