“ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში მორიგ “პოსტს” წერს, სადაც საზოგადოებას ამცნობს, რომ ორშაბათს გაზეთის ახალი ნომერი ვერ გამოქვეყნდება და ასევე, ოფისთან დაკავშირებულ გაურკვევლობასაც განიხილავს.
ჟურნალისტი მოითხოვს იმ პირებთან დაკავშირებით დაიწყოს სამართლებრივი გამოძიება, რომლებიც ამ დრომდე აფერხებენ cnews-სსა და “ქრონიკა +”-სს და თანამშრომლებს ხელს უშლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში.
“თბილისის პროკურატურაში გამოკითხვისას, ჩემს მიერ დასახელებული ყველა პირი დღეს დაბარებულია.
ველოდებით:
1.ბენ ანორის და ზურაბ თოდუას დაკავებას,ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო!
სააგენტოს ვებ გვერდი ამ დრომდე გათიშულია(არანაირი გადაუხდელობა ბუნებაში არ არსებობს),ქრონიკა+-ის ორშაბათის ნომერი ვერ გამოვა,სამონტაჟო ტექნიკა ოფისშია‼️
2.ბენ ანორის საქმიანობის შესწავლას საქართველოში,როგორ შეიძინა ამ ოდენობის უძრავ მოძრავი ქონება,ხდება თუ არა მის მიერ,ფულის გათეთრება სამშენებლო კომპანიებში‼️
არ გვაქვს ინფორმაცია,უცხო პირები იყვნენ თუ არა შესული მესამე სართულზე,ჰქონდათ თუ არა წვდომა ჩვენი მედიის ტექნიკაზე ,მოხდა თუ არა კონფიდენციალური ინფორმაციის გადაწერა‼️
სააგენტოს არქივზე წვდომა აღარ გვაქვს‼️” – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
















