” ველით, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება” – ზალკალიანი

ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი და სავარუდოდ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ჟენევის თანათავმჯდომარეები საქმის კურსში არიან – განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილემ ზალკალიანმა გააკეთა. მისივე თქმით ცხედრის გადმოსვენების საკითხზე გააწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას მიღებული.

“ჩვენი მხრიდან ყველა მხარე არის ინფორმირებული, მათ შორის ჟენევის თანათავმჯდომარეები, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ. მათთან გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა. ყველა დაინტერესებული მხარე არის ჩართული და ველით, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება,”- განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს სავარაუდოდ დღეს ან ხვალ გადმოეცემა
შემდეგი სტატიამიწისძვრა კახეთში