,,ველით ნატოს სამიტს, რომელიც აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს”

“მოუთმენლად ველით ნატოს მოსალოდნელ სამიტს, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, სათანადოდ აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ”,- განცხადება ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია საერთაშორისო უსაფრთხოებაში ჩვენი წვლილის შეტანა, რათა გავხდეთ პასუხისმგებელი საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსებული წევრი. საქართველომ სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით შეიტანა წვლილი საერთაშორისო სტაბილურობაში: პირველ რიგში, უკვე ათი წელია, რაც საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში ჩვენს პარტიორებთან ერთად. ყველაზე აღსანიშნავი საქართველოს ავღანეთსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობაა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს როლს საერთაშორისო უსაფრთხოებაში”,- აცხადებს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანს შეხვდა