ველისციხის ინციდენტის დროს დაკავებულების თანასოფლელებმა აქცია გამართეს

ველისციხის ინციდენტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მამუკა უსინიშვილისა და გოჩა მაისურაძის თანასოფლელებმა სოფლის ცენტრში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები თანასოფლელების გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ისინი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

ველისციხელების თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პროვოცირებას თავად ახდენდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ თანასოფლელებს.

„ჩვენი სოფლის თავში ხდებოდა ეს ამბავი, სადაც ე.წ. ბირჟაა და ხშირად ვიკრიბებით. მაღაზიებია, ტაქსებია, რაიონთან დამაკავშირებელი გზაა. იმ დღესაც ასე იყო. ეგენი გვიყვიროდნენ, რატომ დგეხართ და შორიდან იყურებით, ბიძინას მონები თუ არ ხართ, ჩვენთან ერთად უნდა იყოთო”,- ყვებიან აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. ისინი აგრესიული ადამიანებისგან მხოლოდ თავს იცავდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და მათ მხარდამჭერებსაც ველისციხელები მას შემდეგ ვეჯავრებით, რაც სოფლიდან მიხეილ სააკაშვილის ძმა გავაძევეთ, ამიტომ იყვნენ ჩვენს მიმართ ასეთი აგრესიულები” -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ველისციხეში ამბობენ, რომ თუ გამოძიება იქნება ტენდენციური და დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, ისინი ახლომდებარე სამ სოფელთან ერთად პერმანენტულ.აქციებს გამართავენ.

გოჩა მაისურაძე და მამუკა უსინაშვილი პოლიციამ გუშინ დააკავა. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. ჯერ მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ,

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ “კანონიერი ქურდი” თემო სუხუმსკი გააძევა
შემდეგი სტატია,,დღევანდელი დისკუსია დაგვეხმარება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც ელჩების კონფერენციის მნიშვნელოვანი საკითხია”