ველისციხის ინციდენტი – სამართალდამცავებმა ბრალი ოპოზიციის კიდევ ერთ წევრს წაუყენეს

ვალერი მუსაევს, რომელსაც გამოძიება ძალადობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ის ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მუსაევის ადვოკატი წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ველისციხის ინციდენტის დროს ავტობუსში მყოფი პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

დღესვე ბრალი წარედგინა შოთა დალაქიშვილის ცემისთვის დაკავებულ ორ პირსაც.

banner
წინა სტატიაშიდახურული შახტები და გაუსტუმრებელი სახელფასო დავალიანება – მეშახტეების საპროტესტო აქცია ტყიბულში
შემდეგი სტატიამეშახტეებს ხელფასები დაერიცხათ