3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ველისციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა,_ ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

ცეცხლი ორსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.
ორივე მათგანმა შენობის დატოვება დროულად შეძლო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ოჯახმა ვერ მოახერხა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: დიქტატურები უნდა დასრულდეს
შემდეგი სტატიათვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან შარჟაში მიფრინავდა, ისევ თბილისში დაბრუნდა