ველისციხეში ენმ-ის მხარდამჭერის ცემის ფაქტზე 3 დაკავებული პატიმრობაში რჩება

ველისციხეში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის ცემის ფაქტზე დაკავებულების – მამუკა უსენაშვილის, თენგიზ ჯანიაშვილის და გოჩა მაისურაძის წინასასამართლო სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ ხუთი ათასლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით და სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

„არავითარი გარემოება იმისა, რომ ისინი პატიმრობაში დარჩენილიყვნენ, არ არსებობს. დადგენილია, რომ ხელი გაარტყეს მხოლოდ სახის არეში. დადგენილია ისიც, რომ ბრალს აღიარებენ, რომ შეუბღალავი წარსული არა აქვთ,“ – აცხადებს ადვოკატი მაგული ღვალაძე.

გამოძიება ბრალდებულებს 16 დეკემბერს ველისციხესთან მომხდარ ინციდენტში, კონკრეტულად, შოთა დალაქიშვილის ცემაში ადანაშაულებს.

აქციის დროს დალაქიშვილი თავის არეში მიყენებული დაზიანებების გამო გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა, არჩევნები მოიპარეს“
შემდეგი სტატია,,ოხანაშვილი და მის გარშემო არსებული წრე, ლოიალური არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის მიმართ”