ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მიმდინარე სამუშაოების გამო, ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება- ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“თბილისის მერია გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2-დან 5 დეკემბრამდე, ვეკუას ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი პარკის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”-ნათქვამია ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი დეკემბრისთვის – დოლარი – 3.3253 ლარი, ევრო – 3.9840 ლარი, ფუნტი – 4.4300 ლარი
შემდეგი სტატიასასწრაფოს ექიმი ქუჩაში კაცის სიკვდილზე: ხანძარზე ვიყავით, ჩავიცვით და მოვედით, სხვა არაფერი შეგვიძლია