“ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერი, მთავრობა, საპარლამენტო გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის განვითარებაზე”

მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის მძიმე დანაშაულები, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალას აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ყველასთვის მძიმე მოსასმენი იყო მზვერავებთან, გმირ ჯარისკაცებთან და პოლიციელებთან დაკავშირებით, რომლებიც წლების მანძილზე ჰყავდა წინა ხელისუფლებას მიტოვებული ციხეებში ციმბირში, ცხინვალსა და სოხუმში, როგორც ამაზე პრემიერმა ისაუბრა.

„ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი, თუმცა ეს აუცილებლად მოსასმენი და შესახსენებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ვინაიდან ზუსტად ამ შეხსენების საფუძველზე ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნა იმის თაობაზე, როგორია ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წარსული, აწმყო და როგორი შეიძლება იყოს მისი მომავალი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას პრემიერს ამ ყველაფრის შეხსენებისთვის. ვფიქრობ, ამ ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ დაინახა ძალიან მკაფიო კონტრასტი საპარლამენტო უმრავლესობასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, დესტრუქციულ დღის წესრიგს და რადიკალური ოპოზიციის ნეგატიურ მიზნებს ასრულება არ უწერია.

„ამას აქვს ბევრი მიზეზი. მათ შორის, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერი, ძლიერი მთავრობა, ძლიერი საპარლამენტო გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყნის განვითარებაზე და ამაზე გვქონდა საუბარი ამ ორი დღის განმავლობაში, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ეს აინტერესებს ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, არ შედგეს საგნობრივი განსჯა და კრიტიკა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ – „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა არის 1-ლი ოქტომბერი, როცა მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად გათავისუფლდა თქვენი მჩაგვრელი რეჟიმისგან