18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“ვეღარც ნიღბავენ… მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა”-ვის აკრიტიკებს გია ხუხაშვილი

“ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსული ენით სუბრობენ. კობახიძის განცხადება იყო ზუსტად ისეთი, რასაც ზახაროვა იტყოდა.

კობახიძისა და ზახაროვას რეაქცია აბსოლუტურად ანალოგიურია. როდესაც შენ ვიღაცა მხარს გიჭერს და შენი ტერიტორიიდან ოკუპანტების ჯარების გაყვანას მოითხოვს და ამ დროს შენ მას უტევ, ეს მტრის წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავს.

ასეთი ქცევა ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია. თუ ადრე რაღაცნაირად ამას ნიღბავდნენ, ახლა ვეღარც ნიღბავენ”,_ აღნიშნული განცხადება ინტერპრესნიუსთან პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა კალასის განცხადებაზე კობახიძის გამოხმაურების შეფასებისას გააკეთა.

ინფორმაციისთვის, გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კვიპროსში განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის აშკარა რისკია და ევროკავშირის ინტერესებშია მათი გაყვანა, რაც პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებებში კვლავ განიხილება. ბრიუსელის ამ ინიციატივას მოსკოვიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, რომელმაც კალასის მოთხოვნას „იდიოტური განცხადება“ უწოდა.

ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორები და აღნიშნა, რომ „ევროპული ბიუროკრატია იდგა საპირისპირო მხარეს და უპირისპირდებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“. პრემიერმა მოუწოდა დასავლეთს, მხოლოდ განცხადებების ნაცვლად ქმედებით აჩვენონ ხალხის მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშინატო-ში აშშ-ის ელჩი – ჩვენ ნატო-ს მოკავშირე რუმინეთის გვერდით ვდგავართ
შემდეგი სტატიატრამპი ირანთან შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს