ვეძებთ გზებს, რომ სრულად მოხდეს გამოკითხვა იმ 31 ადამიანის, სადაც გვაქვს კითხვები შემოსავლის წყაროებთან დაკავშირებით – ირაკლი მექვაბიშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, უწყება მუშაობს იმაზე, რომ შემოწირულობებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხები სრულად იქნეს გაცემული.

მექვაბიშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით აუდიტის სამსახურს კითხვები 31 ფიზიკური პირის მიმართ გაუჩნდა.

ქვეყნის მთავარი აუდიტორი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ შემოწირულობების პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„მუშა პროცესში ვართ და ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ დღეის მდგომარეობით იმ 31 ადამიანის, სადაც გვაქვს კითხვები შემოსავლის წყაროებთან დაკავშირებით, სრულად მოხდეს გამოკითხვა. ამ ეტაპზე ჩვენ რაიმე განსაკუთრებული კითხვები არ გვაქვს. თანხები არის თავიდან ბოლომდე სრულად დეკლარირებული და იქ სადაც გვაქვს კითხვები, სადაც შემოსავლები არ არის დეკლარირებული, ასეთ გამოკითხვებს ვაწარმოებთ,“-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პირველი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პარტიებმა 13 მილიონი ლარი მიიღეს. თუმცა 13-დან 11 მილიონ ლარზე მეტი, მხოლოდ “ქართული ოცნების” პარტიულ ანგარიშზეა. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მეორე ადგილზე, დაახლოებით მილიონი ლარით ევროპული საქართველოა, თითქმის ასი ათასი ლარით ნაციონალური მოძრაობა, სიის მესამე ადგილს იკავებს.

banner
წინა სტატიაში„ბულინგი არის მთელ მსოფლიოში ძალიან სერიოზული პრობლემა, მათ შორის საქართველოში”- ჯეჯელავა ომბუდსმენის ანგარიშზე
შემდეგი სტატია“ხელისუფლება მასწავლებლებს შეხვედრებზე იძულების წესით მიერეკება”- სალომე სამადაშვილი