ვედანტ პატელი საქართველოს მთავრობაზე – მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ

არ ვაპირებ წინასწარ მიმოხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები შეიძლება აშშ-მა განახორციელოს, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ როდის დაუწესებს აშშ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სანქციებს.

„არ ვაპირებ წინასწარ განხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები შეიძლება აშშ-მა განახორციელოს ან არ განახორციელოს, შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე ვართ ორიენტირებული და მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ. ჩვენ კვლავ გვჯერა, ეს რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძველია“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.

banner
წინა სტატიაშიჯო უილსონი და სტივ კოენი: ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: სსრკ დაბრუნდა? პროევროპულ დემონსტრანტებს ძალადობრივად არბევს ომონი