“ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ” – გაზპრომთან შეხვედრა ხვალ ავსტრიაში გაიმართება

მოლაპარაკებები გაზპრომთან გრძელდება. მომდევნო შეხვედრა ხვალ გაიმართება. განცხადება ამის შესახებ მინისტრმა კალაძემ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კალაძის განცხადებით შეხვედრა ავსტრიაში გაიმართება.

“ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ,” – განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც ავსტრიაში დღეს გაემგზავრება.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ მოლაპარაკებების პროცესს ხვალ გაზპრომის ხელმძღვანელი არ დაესწრება და შეხვედრა ბურმისტროვასთან გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანს საჭირო გაზის მოწოდება ტექნიკურად არ შეუძლია
შემდეგი სტატიაბათუმის ზღვის სანაპიროებზე 4 ბალიანი სიმძლავრის შტორმი დაფიქსირდა