ვეცდებით დავანახოთ ჩვენი პროტესტი – ოპოზიცია პომპეოს დასახვედრად აქციისთვის ემზადება

ოპერის შენობიდან ფილარმონიამდე – ოპოზიცია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დასახვედრას მდუმარე აქციისთვის ემზადება. ცოცხლაი ჯაჭვი, ბანერები, სტიკერებზე განაწილებული აქციის მონაწილეები, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამ ფრომით შეეცდებიან პომპეოს საკუთარი გზავნილები გააგონონ. ეს კი იმ ფონზე, როცა არსებული ინფორმაციით, პომპეო ოპოზიციასთან შეხვედრას არ მართავს.

ამ წუთებში მზადება რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს, სადაც მონაწილეები ნელ-ნელა იკრიბებიან. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, სახელმწიფო მდივნის ვიზტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ამ პერიოდში, როცა არა მხოლოდ რეგიონში არამედ ქვეყანაშიც რთული პოლიტიკური ვითარება და კრიზისია.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაიკ პომპეო შეხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელბს და უშუალოდ მათგან მოისმენს ინფორმაციას ქვეყნის შიგნით არსებული პორბლემების და განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდება 31 ოქტომბირს მიტაცებულ არჩევნებზე. დღევანდელი აქციით ვცდილობთ დავანახოთ ჩვენი პროტესტი მაიკ პომკეპს და იმ საერთაშორისო მედიასაც, რომელიც დღეს თბილისში იმყოფება”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, აქციაში მონაწილეობას ათასობით ადამიანი მიიღებს და აქციაზე რეგულაციები სრულად დაცული იქნება. დღევანდელ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პომპეო გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანს ხვდება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა