27.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

“ვძმაკაცობ მასთან, დარწმუნებული ვარ, კარგადაა… არც დაჭერის საშიშროებაა” – ნოშრევან ნამორაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

„ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებელი ნოშრევან ნამორაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს და არაა ის კაცი, ვინც “რაღაც თანამდებობის გამო” ადამიანთან მეგობრობაზე იტყვის უარს.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერის დაკავების საშიშროება არ არსებობს და ის კარგადაა.

„დარწმუნებული ვარ, კარგად არის. დარწმუნებული ვარ, დაჭერის არ ეშინია, არც არის მაგის საშიშროება. მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობ ირაკლი ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის კაცი და ადამიანი ვინც უარყოფს გარკვეული თანამდებობის გამო პიროვნულ ურთიერთობებს. ყოველთვის მისი ერთგული და მეგობარი ვიქნებით“,- აღნიშნა ნამორაძემ „ტვ პირველთან“.

ნოშრევან ნამორაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გამართულ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიყველა ეს დანაშაული იმ პარტიამ ჩაიდინა, რომელიც 13 წელია, ქვეყანას ხრავს – ნანა დიხამინჯიას ჩამონათვალი
შემდეგი სტატიაკალაძე: ზელენსკიმ ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო თავის ხალხს, გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა