“ვდებთ Landsat-ის სატელიტურ სურათებს…მათზე მყისიერი წვდომა რომ გვქონოდა, გავცემდით განგაშის სიგნალს”-გოდოლაძე შოვის სტიქიაზე

“ახლა ვდებთ Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს..სავარაუდოა რომ 4 აგვისტოს, შოვიდან 7 კილომეტრში დაახლოებით, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია, ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია…ამ სურთებზე ონლაინ, მყისიერი წვდომა რომ გვქონოდა, გავცემდით განგაშის სიგნალს,” – ამის შესახებ ინფორმაციას სეისმოლოგი თეა გოდოლაძე Facebook-ზე ავრცელებს და თან ფოტომასალას ურთავს.

გოდოლაძე ამერიკულ და ევროპული უნივერსიტეტებს სთხოვს, რომ ამ პერიოდის ფასიანი სატელიტური სურათებიც მოგვაწოდონ.

“ახლა ვდებთ Landsat-ის მიერ, 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს. ეს სურათები არის უფასო. Landsat-ის მიერ ამ სურათების გადაღება მოხდა ისეთ დროს, როდესაც ღრუბელია და გარჩევადობა დაბალი. მიუხედავად ამისა, სავარაუდოა რომ 4 აგვისტოს, შოვიდან 7 კილომეტრში დაახლოებით, მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია, ანუ მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა გამოიწვია მდინარის გადაკეტვა(ადგილობრივებმა თქვეს, ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდაო). ზუსტად ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემი ნაწილი! ამ სურათებზე ონლაინ, მყისიერი წვდომა რომ გვქონოდა, გავცემდით განგაშის სიგნალს! შესაბამისი ლიდარი რომ გვქონოდა, რონელიც ყველა პრესტიჟულ უნივერისტეტს აქვს ევროპაში ლამის, გადავუფრენდით, დავაზუსტებდით მონაცემებს და გამოვაცხადებდით განგაშს. ეს უფასო Landsat-ის სურათები გვიან იდება, მყისიერი სურათები გვჭირდება! ვთხოვ ყველა ჩვენ პარტნიორ ამერიკულ და ევროპულ უნივერისტეტს მოგვცენ ფასიანი სატელიტური სურათები ამ პერიოდის. შესაძლოა მათი გადაღება მოხდა სხვა დროს, ვიდრე Landsat-ი იღებდა და სურათი უფრო ცხადი და უღრუბლოა! გთხოვთ! დაგვეხმარეთ!” – წერს თეა გოდოლაძე

 

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ