ვცდილობთ, უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში ჩავაყენოთ ისე, რომ როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა იქნება, მათ ეს შეძლონ – თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ უკრაინის ომის მიმართ აშშ-ის მიდგომა არ შეცვლილა და რომ ისინი ორიენტირებულები არიან გააძლიერონ უკრაინის პოზიცია შესაძლო მომავალი მოლაპარაკებებისთვის.

„არანაირი მოლაპარაკება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. რის გაკეთებას ვცდილობდით და ვაკეთებთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არის უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში ჩავაყენოთ ისე, რომ როდესაც მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა იქნება, მათ ეს შეძლონ“, – აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების სურვილი არ აქვს. კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.

„ჩვენი მიდგომა არ იცვლება. ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას დემოკრატიისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

banner
წინა სტატიაში3 ივლისს აქციის ორგანიზატორებმა ვიღაცის იმედები გააცრუეს და ვიღაცის გადაჭარბებით შეასრულეს – ხვიჩია
შემდეგი სტატიაამერიკის მთელი ისტორია არის სისხლიანი განადგურების ომები, რაც აშშ-ის პოლიტიკის ხელწერად იქცა – მედვედევი