„ვცდილობთ, გონივრულად, სოლიდურად მივაღწიოთ საგარეო პოლიტიკაში რეალურ შედეგებს“

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ქართული მხარე მშვიდად ცდილობს რეალურ შედეგებს მიაღწიოს საგარეო პოლიტიკაში.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნამდვილად მშვიდად, სოლიდურად, გონივრულად ვცდილობთ საგარეო პოლიტიკაში რეალურ შედეგებს მივაღწიოთ და ეს ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი თანამოქალაქეები და დასავლელი პარტნიორებიც ხედავენ. იმედი მაქვს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც ცნობილია, საქართველოს მიერ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ ევროკომისიის საბოლოო ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი რუსეთში შესაძლო უვიზო მიმოსვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიამერია თანამშრომლებს მოუწოდებს ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებს