,, ვცდილობდი “ომეგასთვის” გამეგებინებინა, რომ პერსპექტივა ექნებოდა საგადასახადო შეთანხმებას, ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო საღ აზრთან ახლოს”

ვერც ერთ კომპანიას ვერ დამისახელებთ, ვისაც ჩვენ საგადასახადო შთანხმებას ვუკეთებთ და ჩვენ ვეუბნებოდით ციფრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ” ომეგას” თემაზე საუბრისას განუცხადა.

“როდესაც მიგვაჩნია, რომ არ არის საკმარისი თანხა, ჩვენ ვეუბნებით კომპანიას – წაბრძანდით, გადახედეთ და ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ კომპანიები მობრუნებულან ახალი, უფრო კარგი შეთავაზებით ბიუჯეტისთვის და ჩვენ დავთანხმებულვართ. ჩვენ წესად გვაქვს აღებული, რომ არ ვეუბნებით კომპანიებს, რამდენი უნდა ვაპატიოთ, თუმცა ჩვენ ვეუბნებით, თუკი თანხა მიუღებელია. ეს საუბარი იყო სწორედ და ამას ვცდილობდი ზუსტად, “ომეგასთვის” გამეგებინებინა, რომ აქვს პერსპექტივა თქვენს შემოთავაზებას, რომ წავიდეთ საგადასახადო შეთანხმებით. ოღონდ ეს უნდა იყოს საღ აზრთან ახლოს. ამას ვეუბნებოდი მანამდეც შეხვედრაზე, ჩაწერითაც და ჩაწერის გარეშეც. ამას ვეუბნები დღესაც“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭომ ქერჩის გამო საგანგებო სხდომის ჩატარებაზე უარი თქვა