თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-10 კორპუსის მესამე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა, როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.