თბილისში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ბინაში და-ძმა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა შენობიდან გამოსვლა მოახერხა, თუმცა დის გამოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეეძლო.
კაცი ტელეკომპანია „პირველებთან“ საუბრისას აცხადებს, რომ და ბინიდან გამოსვლაზე თავადვე ამბობდა უარს:
„მაგარი ხანძარი იყო, ორნი ვიყავით, ვეუბნებოდი “გამოდი, გამოდი!” არ გამოვიდა. შიშით, ბოლი არ მოვიდეს, მეზობელმა რამე არ დაიწყოს პანიკა. არ გამოვიდა, კარი შიგნიდან დაკეტა, დამანებე თავიო“.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, კორპუსის სხვა მცხოვრებლებს სუნთქვა უჭირდათ, რის გამოც მაშველებმა მოქალაქეები შენობიდან გამოიყვანეს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საგამოძიებო უწყებები მუშაობენ; ექსპერტ-კრიმინალისტები ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს ადგენენ.















