ვაზისუბანში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფისი დაცხრილეს

სროლის ხმა ვაზისუბნის მესამე კვარტალში საღამოს 11 საათისთვის გაიგეს. 15-მდე ტყვია იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის შენობას მოხვდა.

იმის მიუხედავად, რომ პოლიციის შენობა 300 მეტრში მდებარეობს, მომხდარის შესწავლა ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფმა დღეს დილით, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ორგანიზაციის წევრებმა მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადეს.

მომხდარის შესაძლო მიზეზებს ვერ ხსნიან ორგანიზაციაში. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: http://rustavi2.com/ka/news/32557

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრომ ნონა გაფრინდაშვილს მორიგი წარმატება მიულოცა
შემდეგი სტატია,, თურქეთმა მიიღო ზომები იმ თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელმაც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია”