ვაზილ ჰუდაკი – ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო საქართველოს და ქართველ ხალხს

ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისა და საზოგადოების განვითარებისთვის, – ამის შესახებ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა, ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო, ეკონომიკის აღდგენისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ქვეყნებს რთულ პერიოდში უწევთ მუშაობა, თუმცა ეს ახალი შესაძლებლობების პერიოდიც არის.

როგორც ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, მისი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სხვადასხვა რესურსის მობილიზაციაში, საერთაშორისო დახმარების გზით. ამასთან, მან კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი. საქართველო ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში. ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის საქართველოში და მის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისა და საზოგადოების განვითარებისთვის. ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდიც. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს საუკეთესო ხარისხი შევქმნათ, აშშ-დან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების გზით, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალიც ევროკავშირში.

ევროკომისიის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ვარ მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით, ეს არის გამძლეობის მატებისთვის შექმნილი სპეციალური ინსტიტუტი. 50 მილიარდი ევრო გამოიყო ამ პროგრამისთვის. ორი ძირითადი ასპექტი აქვს ამ პროგრამას, ერთი – გაციფროვნება და მეორე – გარემოსდაცვითი მიმართულება. ეს არის საქართველოს მიმართულებებიც – გახდეს უფრო ციფრული, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც. სხვადასხვა გამოწვევა და საჭიროება შევისწავლე. სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც ჩაერთოს ამ პროცესში. სწორედ ამაში ვხედავ ჩემს როლს, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც მოხდება სხვა რესურსების მობილიზაცია საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს.

დიდი პატივია ვიმსახურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, ვემსახურო საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს არის საქართველოს და ევროკავშირის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობა და ამ მისიას ძალიან სერიოზულად ვუდგები“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – ვეტო თუ არ იქნება, მოგვიწევს გამკაცრებული საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება