ვაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

რამდენიმე წუთის წინ ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე ბატალიონის ასეულის, ასევე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და ეროვნული გვარდიის ოცეულების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი დასრულდა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, გენშტაბის უფროსმა და ამერიკის ელჩმა. მათ ქართველ სამხედროებს მტკიცე მხარდაჭერის მისიის წარმატებით განხორციელება უსურვეს.

banner
წინა სტატიაშივოლგოგრადში მშენებარე სტადიონის კონსტრუქცია ჩამოინგრა
შემდეგი სტატია“GWP“ გოგირდის აბანოს ხელმძღვანელებს მოლაპარაკების დაწყებას სთავაზობს