ვაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონია მიმდინარეობს

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონია მიმდინარეობს.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონისა და V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულები გაემგზავრებიან.

ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ესწრებიან.

ცერემონიალს ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას.

32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მყოფ 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ჩაანაცვლებენ და ბაგრამის საავიაციო ბაზას დაიცავენ, 51-ე ბატალიონის წევრები კი 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს შეცვლიან და ქაბულში ,,მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ბაზაზე ცენტრალური სარდლობის დაცვას უზრუნველყოფს.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებენ. ავღანეთში გამგზავრებამდე მათ შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ,,ვილდფლეკენისა” ფა ,,ჰამელბურგის” სამხედრო ბაზებზე გაიარეს.

banner
წინა სტატიაშიშუამთის ტერიტორიაზე დაკარგული გოგონები პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს
შემდეგი სტატიანიკა მელია : პროტესტის შიშით “ქართულმა ოცნებამ” აქცია გადაიფიქრა