ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ორგანიზებით დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინოგამოკვლევები ჩაუტარდათ.

აქციაში წამყვანი კლინიკების მედიკოსები, მათ შორის კლინიკა „ღია გული“ დაკარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი კახაბერ ლაცუზბაია  მონაწილეობდნენ.

დევნილებმა ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ნევროლოგის,  პედიატრის, ენდოკრინოლოგის,  ოფთალმოლოგის,  გინეკოლოგის,   ქირურგისა დადერმატოლოგის მომსახურება მიიღეს.

აქციაში მონაწილე პირებს გულის ეკოსკოპია, მუცლის ღრუსელექტროკარდიოგრამა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და C  ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ.

‘პროგრამის ფარგლებში დევნილებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ასევეუფასო მედიკამენტები გადაეცათ.  სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევები სოფელ ვაზიანის საბავშვო ბაღის შენობაში ჩატარდა დასამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისმინისტრი ქეთევან  ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძეესწრებოდნე

banner
წინა სტატიაშიხობში მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი-ამ მოცემულობაში “ოცნებასთან” და ენმ-სთან კოალიციაში ყოფნას არ განვიხილავთ