ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ვლადიმერ მახათაძე ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე დღეს გარდაცვლილი იპოვეს.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.

თავდაცვის უწყება უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის (29.10.1994) გარდაცვალების გამო.

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“არა თავისუფლებას,” “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს” – საპროტესტო ლოზუნგები თბილისის ქუჩებში
შემდეგი სტატიაპოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ორი პირი