ვაზიანის პოლიგონზე გეგმურ სწავლებებისას კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა

ვაზიანის პოლიგონზე გეგმურ სწავლებებისას კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი ვაზიანის პოლიგონზე გეგმურ სწავლებებს გადიოდა. იგი შეუძლოდ გახდა და ლაზარეთში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის გარდაცვალების გამო.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ხელი შევუწყოთ საარჩევნო მიმართულებით საკითხების გაუმჯობესებას
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: მაია ცქიტიშვილი პრემიერი ხდება