ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე 15 ივლისიდან 4 აგვისტომდე შეზღუდვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ.შუამთა) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამო, 2024 წლის 15 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ყოველი პარასკევის 15:00 სთ-დან ორშაბათის 10:00 სთ-მდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით.

banner
წინა სტატიაშითვითმხილველების თქმით, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს შენიშნეს, როგორ აცოცდა შეიარაღებული ადამიანი სახურავზე, რაზეც პოლიციელებსაც მიანიშნეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა
შემდეგი სტატიატრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი მის წინააღმდეგ ორი საქმის შეწყვეტას მოითხოვს