9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის მიზეზი კლდოვანი მასის ჩამოწოლა გახდა.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგივი მიქანაძე: დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ ხელახლა, სიღრმისეულად შეისწავლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და შეიმუშავა დამოუკიდებელი დასკვნა
შემდეგი სტატიაირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება