19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

“ვაჟკაც იგია, ვინც მართალს ეტყვის ქვეყანას”- მეუფე ისაია განმარტავს, როგორი უნდა იყოს პატრიარქი

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია ილია მართლის სიტყვებით მიმართავს კრებას და ახალ პატრიარქს გამბედაობასა და სიმართლის თქმას უსურვებს.  მეუფე მიიჩნევს, რომ მომავალი მამამთავარი ილია ჭავჭავაძისეული ვაჟკაცობის სიმბოლო უნდა იყოს.

„წმინდა ილია მართალი ამბობს: „ვაჟკაც იგია, ვინც მართალს ეტყვის ქვეყანას მცდომსაო; ვინც არ შეუდრკა მრავალსა, ხშირად მართლისთვის მწყრომსაო; ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის და პირში უდგა ლომსაო“. სიბრძნეს და სწორედ ასეთ ვაჟკაცობას, სიმტკიცესა და მოკრძალებას ვუსურვებთ ჩვენს მომავალ პატრიარქს!“ — აღნიშნავს მეუფე ისაია.

მიტროპოლიტის თქმით, ახალი პატრიარქი იქნება „თანასწორთა შორის უპირატესი“, რომელსაც ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გზით ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენა უნდა ჰქონდეს.

ცნობისთვის, აღნიშნული ტექსტი მეუფე ისაიამ გაფართოებული კრების გამართვამდე მიწერა მეუფეებს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ისაია: დღეს გვაქვს ბედნიერება, რასაც ჩვენი წინაპრები ნატრობდნენ -დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეკლესია
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე: ვიცი, რომ მეუფე ზენონმა პატრიარქ შიოს უთხრა: “ცივილიზებული ადამიანები ვართ და ურთიერთობას მოვახერხებთო”