ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს 24-საათიან მონიტორინგს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას

შეხვედრა გქვონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საქართველოში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასწესებულ შეზღუდვებზე, სადაც მოგვეცა დავალება, შესაბამისად, საპატრულო პოლიცია განაგრძობს საგანგებო რეჟიმში 24-საათიან მონიტორინგს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

„საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მესაზღვრე კონტროლირები კვლავ განაგრძობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მკაცრ კონტროლს და საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაიშვებიან, რომლებიც სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან,“- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში მორწმუნეებს ეპარქიის წარმომადგენლებმა დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია – კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია